რატომ გვინაოჭდება ხელები წყალში?

მოკლე პასუხი ამგვარად ჟღერს: კანის ზედა შრის დეფორმაციას იწვევს მასში არსებული დამცველი ზეთების გაქრობა. უფრო ვრცელ პასუხს კი ჩიკაგოს უნივერსიტეტის დერმატოლოგიის პროფესორის, მარიანა დონოჰიუს დასკვნიდან მოგახსენებთ.

აბაზანის მიღების დროს ჩვენი კანი ბევრ წყალს იწოვს. კანის ქვედა შრეს წყლის შეწოვის უნარი ნაკლებად აქვს და ამის გამო ზედა შრე ნაოჭდება. საბედნიეროდ, სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ კანი თავისითვე აღდგება.

შეიძლება სხვა კითხვაც გაგიჩნდეთ. თუ კანი გამხმარი ხილივით ჩამიჩდება, რატომ ღრუბელივით არ იჟღინთება? საქმე იმაშია, რომ ცხიმოვანი მასა, რომელიც ჩვენს კანს იცავს, წყალში დიდხანს მოხვედრით იფიტება და არა პირიქით.

უფრო დაწვრილებით კი ეს ასე ჟღერს: ჩვენი კანის 75% წყლისგან შედგება. გაუწყლოება ხდება, როცა დამცავი ცხიმი კანიდან ჩამოირეცხება. წყალი უმცირესი უჯრედებიდან გარეთ აღწევს, მაგრამ მას ასევე ადვილად შეუძლია წყლის შეწოვა.

თუ წყალში 15 წუთზე მეტხანს გაჩერდებით, წყალი ჩამორეცხავს დამცავ ცხიმს ორგანიზმიდან, რის შედეგადაც კანი მოიჭმუჭნება.