როგორი წონის ადამიანები ცოცხლობენ უფრო დიდხანს – კვლევა

იაპონიის სიმსუქნის შემსწავლელი საზოგადოების მონაცემების თანახმად, როცა ადამიანის მასის ინდექსია 22 -, დაავადების რისკი ყველაზე ნაკლებად ემუქრება. 

ცნობისთვის, სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index) გამოითვლება შემდეგი ფორმულით: BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში.

იაპონელი მეცნიერების დასკვნის თანახმად, გამხდარი ადამიანები დაავადების მიმართ ნაკლებად არიან მიდრეკილნი.

ახლა კი ვნახოთ როგორ მოქმედებს წონა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე?

იაპონელი მეცნიერები 10 წლის განმავლობაში 40 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 350 000 მცხოვრებს აკვირდებოდნენ და დაასკვნეს, რომ სიკვდილის ყველაზე დაბალი ალბათობაა, როცა სხეულის მასის ინდექსი შეადგენს:

ქალებში 23-24,9
მამაკაცებში 25-26,9
ანუ სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკი აქვთ ადამიანებს, რომელთა წონა სტანდარტულს ოდნავ აღემატება.