“უახლოეს საათებში მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება” – გაფრთხილება ამინდის შესახებ!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:  დღეს, 7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა  აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)