10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, დღეს, შემთხვევით მნიშვნელოვანი საიდუმლოს გამჟღავნების მომსწრე გახდეთ, ან შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ გათქვათ თქვენი საიდუმლო, ამიტომ, სასურველია შეამციროთ კონტაქტები და ნაკლები ისაუბროთ.

კურო

ყურადღება გაამახვილეთ ფინანსურ საკითხებზე, გადახედეთ პირად ბიუჯეტს, გააკეთეთ შემოსავლების და გასავლის აღრიცხვის გეგმა უახლოესი პერიოდისთვის და მიჰყევით მას. დაისვენეთ აქტიურად.

ტყუპები

ნებისმიერი საქმე, რომელიც ყურადღებას და მოთმინებას მოითხოვს წარმატებას მოგიტანთ, ასევე, ყოველგვარ რთულ პრობლემას მოუძებნით უნივერსალურ გასაღებს და ყველას გააოცებთ თქვენი გონიერებით.  არ დაგავიწყდეთ დასვენება, წინ მნიშვნელოვანი კვირაა.

კირჩხიბი

სასურველია, თავი აარიდოთ ხალხმრავლობას, დღეს, ინიციატორის როლს ნუ მოირგებთ. მიჰყევით ძველ დინებას.

ლომი

მოულოდნელად, შესაძლოა ,შეხვდეთ ადამიანს თქვენი წარსულიდან, რეალობა და წარმოსახვა, მოგონებები და ოცნებები ერთმანეთში აირევა, რაც ქაოსს გამოიწვევს და რაღაც დროით ჩვეული ცხოვრების რიტმს დაარღვევს. ელოდეთ სიახლეებს.

ქალწული

განმარტოება და დასვენება ირგვლივ მყოფთა მომაბეზრებელი ხმაურისგან ახალი ძალებით აგავსებთ, შედეგად უამრავ საკითხს მოაგვარებთ და არსებული პრობლემებიდან მარტივ გამოსავალს იპოვით.

სასწორი

დღეს, შეძლებთ გულახდილი საუბრით თქვენთვის საინტერესო ადამიანის გულის მოგებას, ასევე, ბევრ რამეს შეიტყობთ მის შესახებ. ეს დღე, დიდი ალბათობით, განსაკუთრებული ურთიერთობის დასაწყისი იქნება.

მორიელი

ნუ აჰყვებით არაკეთილმოსურნეთა პროვოკაციებს, თავი შეიკავეთ მათთან კომუნიკაციისაგან, რათა ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვეთ. შეეცადეთ, იყოთ თავდაჭერილი და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

მშვილდოსანი

სასურველია, თავი შეიკავოთ რთული, სერიოზული საქმეებისგან და საოჯახო ყოფითი საკითხებით დაკავდით, ან გაერიდეთ ყველაფერს და მყუდრო გარემოში დაისვენოთ.

თხის რქა

დღეს, გაგიჭირდებათ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთგაგება, შესაძლოა, თქვენმა გაღიზიანებამ დაპირისპირება და კამათიც გამოიწვიოს, სასურველია, თავი შეიკავოთ საქმეების გარჩევისგან.

მერწყული

შესაძლოა, დეპრესიულმა განწყობამ შემოგიტიოთ და თქვენი დემონსტრაციულობით ყველა დააფრთხოთ. ნამდვილად არ არის საჭირო ცხოვრების მცირე დაბრკოლებისგან ტრაგედიის შექმნა.

თევზები

თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისა და კონფლიქტებისგან. სასურველია, დრო და ენერგია საოჯახო საქმეებს, გარემო სივრცის მოწესრიგებას და სამომავლო გეგმების დალაგებას მიუძღვნათ