3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სამყარო გაძლევთ შანსს, ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაუმკლავდეთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საშუალებას მოგცემთ, რამე ღირებული შექმნათ ხელოვნებაში, ან მოიფიქროთ რამე არაორდინარული, საინტერესო ადამიანებთან ერთად.

კურო

შესაძლოა, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც საკმაოდ სარგებლიანი იქნება სამომავლოდ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ან შესაძლოა ახალი საქმიანობაც წამოიწყოთ ერთობლივად.

ტყუპები

სხვადასხვა მოვლენებით დახუნძლული დღეა. დიდია ალბათობა, აღმოჩნდეთ საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ენდეთ თქვენს ინტუიციას და დარწმუნებული იყავით თქვენი ჩანაფიქრს რეალიზებაში.

კირჩხიბი

დღეს, დიდ ძალისხმევას გამოიჩენთ საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის. ახლა მზად ხართ ნებისმიერი გზით მოიპოვოთ გამარჯვება.

ლომი

ხასიათის ცვალებადობა და განწყობის არამდგრადობა საშუალებას არ მოგცემთ, დაკავდეთ მნიშვნელოვანი საქმეებით. სასურველია, მეტად დაისვენოთ და სერიოზული გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადოთ.

ქალწული

დიდია გაღიზიანების და წვრილმანი გაუგებრობების ალბათობა, ყველაფერი შეიძლება, ცოტა გაზვიადებულად მოგეჩვენოთ. კარგი იქნება, თუ ნეგატიურ დეტალებზე ნაკლებ კონცენტრაციას მოახდენთ.

სასწორი

შეეცადეთ, ნაკლებად მიიპყროთ სხვათა ყურადღება და აკონტროლოთ თქვენი ემოციები, მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე კამათს, რათა თავიდან აიცილოთ მწვავე დაპირისპირებები.

მორიელი

სასურველია, დაკავდეთ ოჯახზე ზრუნვითა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებით, აი, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის, სჯობს, გადადოთ, რადგან, დიდი ალბათობით, სასურველ შედეგს ახლა ვერ მიიღებთ.

მშვილდოსანი

აჩქარებით და არათანმიმდევრული ნაბიჯებით, დიდ წინააღმდეგობას გადაეყრებით. არის ალბათობა, თქვენი უყურადღებობით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს.

თხის რქა

ფინანსური კუთხით, მოულოდნელი წარმატებებია მოსალოდნელი, რაც საშუალებას მოგცემთ, აღიდგინოთ შინაგანი წონასწორობა და ხელში აიღოთ მართვის სადავეები.

მერწყული

ირგვლივ მყოფები ეჭვით და უნდობლობით შეხვდებიან თქვენს წინადადებებს, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, თუ მშვიდად აუხსნით ყველას თქვენს იდეებს, ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

თევზები

მიჰყევით შექმნილ ვითარებას და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ გაჩენილი შანსები. თქვენს ირგვლივ განვითარებული მოულოდნელი ცვლილებები ეფექტურ შედეგზე გაგიყვანთ.