სიბნელის დრო და უცხოპლანეტელთა შემოჭრა: რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2024 წლის ბოლოსთვის

ბულგარელი ბრმა წინასწარმეტყველი 26 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ხალხს მისი საშინელი წინასწარმეტყველებები დღემდე არ დავიწყებია. როგორ აღწერა ვანგამ 2024 წლის ბოლო თვეები და რა გაფრთხილება დაგვიტოვა?

ვანგა მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა მკითხაობის ნიჭით. მისი პროგნოზები წლიდან წლამდე შეისწავლება და უფრო და უფრო მეტ მინიშნებებს პოულობენ, მომავლის შესახებ. ყველაზე ცნობილმა, ბულგარელმა უსინათლო ქალმა მიმდინარე 2024 წელს „ცვლილების წელი“ უწოდა. ახლა, როდესაც წელი თითქმის დასრულდა, ყველას ესმის რატომაც. რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2024 წლის ბოლოსთვის?

იდუმალი ეპიდემია

მის მიერ ნათქვამი მეტაფორული ფრაზები არ იწვევს ოპტიმიზმს. ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ 2024 წლის ბოლოს დადგებოდა ბნელი დრო. გავრცელდებოდა კიდევ ერთი დაავადება, ეპიდემიის სახით. პანდემია, რომელიც მძვინვარებდა 2021 წელს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაბრუნდება. გუშტეროვას პროგნოზით, კლიმატი შეიცვლება და ვირუსის გაყინული ნაწილაკები ჰაერში შეღწევას დაიწყებენ. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ ვანგა კვლავ კორონავირუსის ახალ შტამებზე ლაპარაკობდა. 

ბრძოლა წყლისთვის

ვანგამ დაინახა, რომ 2024 წლის ბოლოს სასმელი წყლის დეფიციტი დაიწყებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შედეგი იქნება პოლიტიკოსების მცდელობები, მოიძიონ ალტერნატიული გზები მის მისაღებად. „კატასტროფა იქნება, წყალი არ იქნება, ხალხის დასალევი არაფერი იქნება, ყველა იბრძოლებს წყლისთვის, დახუფეთ ბანკებში, ნავთობსა და ოქროზე ძვირი გახდება, ხალხი წავა და ოქროს გაცვლის წყალში“.

მან თქვა, რომ პლანეტა დაიწყებს შურისძიებას ადამიანებზე, მათი დაუდევრობის გამო: მან იწინასწარმეტყველა მასობრივი შიმშილობა ინდოეთში და ძლიერი წყალდიდობები, მრავალჯერადი მიწისძვრები და ცუნამიც კი, ავსტრალიისა და აზიის ქვეყნებში.

უცხოპლანეტელთა შემოჭრა 2024 წელს

ეს სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ცხოვრება გვასწავლის, რომ საერთოდ არ გაგვიკვირდეს არაფერი. ვანგამ დიდი ხნის წინ თქვა, რომ 2025 წლის დასაწყისში შეიცვლებოდა დედამიწის ორბიტა, მანამდე კი, 2024 წლის ბოლოს, უცხოპლანეტელები ჩვენთან მოვიდოდნენ. არამიწიერი არსებები პლანეტაზე ასტეროიდს გზავნიან და „შეხვედრის“ შედეგი ამაზრზენი იქნება, ამტკიცებდა ვანგა.