„უბედნიერესი ადამიანი ვარ შენი არსებობით, მადლობა ყველაფრისთვის“ – როგორ ულოცავს გიორგი გაბუნია მეუღლეს ქორწინების ორი წლისთავს

„ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნია და ნინი ფუტკარაძე ქორწინების ორი წლისთავს აღნიშნავენ.

ამ დღესთან დაკავშირებით გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს და მეუღლესთან და პატარა ქალიშვილთან – კირასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

„2 წელიც გასულა, ჩემო ნინი, ჩვენი შეუღლებიდან. უბედნიერესი ადამიანი ვარ შენი არსებობით. მადლობა ყველაფრისთვის და კიდევ ბევრი წელი ერთად“, – წერს გიორგი გაბუნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *