გორში მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

გორის შესასვლელთან, ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც რკინიგზაზე გადადიოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *