VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ქედაში, სადაც ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუირება გახდა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია ხანძარი, უცნობია.