მე-11 კლასელი ბიჭი 8 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს

სამეგრელოში, მე-11 კლასელი ბიჭი 8 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს. ინფორმაციას „მთავარი არხის“ ვებ-გვერდი ავრცელებს.

ამ დროისთვის გოგო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ბიჭი კი სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში, მშობლების თანხლებით გამოიკითხა.

მომხდარის დეტალებს “მთავარი არხის” ვებგვერდი შეგნებულად არ ასაჯაროებს.