რომელი სამი ციფრი იზიდავს წარმატებას და რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ასტროლოგები სამ ციფრს ასახელებენ, რომლებიც მათი თქმით, წარმატებას იზიდავს.

0 – ნული არ არის სიცარიელე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, არამედ „სამყაროს დასაწყისი, ციკლი და უსასრულო პოტენციალი“. თუ მუდმივად ხედავთ სამ ნულს, მაშინ დიდი წარმატება გელით.

8 – რვა ასტროლოგიაში იღბლიანად ითვლება იმავე მიზეზით, როგორც ნული – ის უსასრულობის ნიშანს ჰგავს. მრავალი კულტურა რვა რიცხვს სიმდიდრეს, სიუხვესა და ფინანსურ წარმატებას უკავშირებს.

3 – სამი, ამ რიცხვს ყველაზე იღბლიანს უწოდებენ: ასტროლოგ რეიჩელ კლერის თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ნომერი სამი ასოცირდება იუპიტერთან, სიუხვისა და იღბლის პლანეტასთან. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნომერი სამი ჯადოსნურია: როგორც რეიჩელი განმარტავს, ჩვენ ვცხოვრობთ ტრიადებით სავსე სამყაროში – მაგალითად, გვაქვს წარსული, აწმყო და მომავალი, ხოლო სივრცეს აქვს სამი განზომილება.