27 მარტის ასტოლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:10-დან 13:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი სიჯიუტის, ეჭვიანობისა და სარკაზმის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ბინის დიზაინის შეცვლისა და კეთილმოწყობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახლი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ რენტგენს და სხივურ თერაპიას, კარგი დღეა კბილების, სასუნთქი გზების და ნერვული სისტემის მკურნალობისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს, რეპროდუქტიულ და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ნეფრიტი, ლაზურიტი და ობსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *