„ჩემი შვილი, ნარკოტიკების გამო, ფსიქიკურად ვერ იყო…“- რას ამბობს 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის მამა?

21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის მამა მედიასთან პირველად საუბრობს. 

მისი თქმით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 

„ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო. ნარკოტიკების გამო მოხდა ეს ყველაფერი… ვაიმე… ნიჭით სავსე ბავშვი… ბარსელონაში მკურნალობდა ფსიქიატრიულში, ძალიან უჭირდა ფსიქოლოგიურად…“, – ამბობს ოთარ ცინდელიანის მამა. 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე ოთარ ცინდელიანი პოლიციამ ზუგდიდში დააკავა.