“ხარება, რას მერჩი? საერთოდ დედა გყავს?” – საშინლად ნაცემი ბიჭის დედა ყველაზე სასტიკად ცნობილ სპეცრაზმელს მიმართავს

სასტიკად ნაცემი ლევან ბუდაღაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მას სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ. ბუდაღაშვილი კორდონში გაატარეს, სადაც სასტიკად სცემეს, მოგვიანებით ხარება ნახევარი საათის განმავლობაში ძალადობდა მასზე. ბუდაღაშვილს ხარებამ უთხრა, რომ მისი ძმისგან განსხვავებით თავად ვერ გაექცეოდა. ბუდაღაშვილის თქმით, მისი ძმა 20 ივნისს ე.წ. “რუსული კანონის” გაპროტესტებისთვის დააკავეს, ემუქრებოდნენ, გათავისუფლების შემდეგ კი ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. დაზარალებული ამბობს იმასაც, რომ მის ოჯახზე ზეწოლა არასდროს შემწყდარა.

“ხარება, რას მერჩი? საერთოდ დედა გყავს?” – მიმართავს ხარებას საშინლად ნაცემი ბიჭის დედა.