უმძიმესი კადრები ტრაგედიის ადგილიდან – ” ახლაც იქაა ცხედარი”

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევა თემქაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება

“ჩემი კორპუსის წინ, 10 მეტრში, მშენებარე კორპუსის მე-10 სართულის სახურავიდან საათნახევრის წინ, მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ადგილზე! – ახლაც იქაა ცხედარი…” ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

11111-1709999595.jpg
3333-1709999635.jpg