ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე – 5 წუთში მზადდება!

გინდათ, რომ დასვენების დღეებში ოჯახის წევრები გემრიელი დესერტით გაახაროთ, მაგრამ ღუმელთან ტრიალი გეზარებათ? მაშინ ეს რეცეპტი მოსინჯეთ – ამ ტორტის მომზადებას 4 პროდუქტი და 5-7 წუთი სჭირდება.

საჭირო პროდუქტი:

  • მშრალი საუზმე (შოკოლადის ბურთები) – 250 გრ.
  • კარაქი – 130 გრ.
  • შესქელებული რძე – 200 მლ.
  • თხილი, ნუში ან ნიგოზი – 50 გრ.

მომზადების წესი:

1. ნიგოზი დაბალ ცეცხლზე მოხალეთ, გააცივეთ და წვრილად დაჭერით.

2. ახლა მოვამზადოთ შესქელებული რძის, ე.წ. სგუშონის კრემი: 130 გრ რბილი კარაქი მიქსერით 2-3 წუთი თქვიფეთ და თქვეფის შეუჩერებლად 200 მლ შესქელებული რძე დაუმატეთ. თქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

3. მზა კრემში ჩაყარეთ 200 გრ. მშრალი საუზმე და ნიგოზი და კარგად აურიეთ, რათა შოკოლადის ბურთულები კრემით დაიფაროს. კრემიანი ბურთულები, დაახლოებით, 17 სმ-ის დიამეტრის კულინარიულ ფორმაში ნაწილ- ნაწილ გადაიტანეთ, თან კოვზით უნდა დაპრესოთ.

4. ტორტს მოსართავად 50 გრ შოკოლადის ბურთულა მოაყარეთ, პოლიეთილენის ფირი დააფარეთ და მაცივარში, დაახლოებით 2-3 საათით დატოვეთ.

5. გაციებული ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ და დანის წვერის დახმარებთ, კულინარიული ფორმა მოაცილეთ. ტორტი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!