„29 კილო მაქვს დაკლებული” – როგორ დაიკლო წონაში ნანუკა ჟორჟოლიანმა

ნანუკა ჟორჟოლიანმა 29 კილო დაიკლო.

ტელეწამყვანი ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

როგორც ნანუკა აღნიშნავს, დაკლებული კილოგრამები ვარჯიშის და სწორი კვების შედეგია.

,,მაშ ასე, ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ავიწონე და გაირკვა რომ 29 კილო მაქვს დაკლებული. ათვლას ვიწყებ, როდესაც ვარჯიში და სწორი კვება დავიწყე. ეს წონა ვიყავი ბოლოს საბას გაჩენამდე. 1 წელი აღარ ავიწონები. რა მნიშვნელობა აქვს კილოგრამებს, მთავარია ჩვენ მოგვწონდეს საკუთარი თავი. და სულაც არაა აუცილებელი გახდომა. აუცილებელია საკუთარი თავის სიყვარული და თუ ამის ერთ-ერთი ხელსაწყო წონის კლებაცაა, მაშინ ოკ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.