მსოფლიოში პირველი ღიად გეი ფეხბურთელების ხელის თხოვნა სტადიონზე

ჯოშ კავალომ სამი წლის წინ ისტორია დაწერა: ავსტრალიელი სპორტსმენი პირველი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, რომელიც გეიდ დაქამინგაუთდა. A-ლიგის საფეხბურთო კლუბის, ადელაიდ იუნაიტედის, ნახევარმცველის ამ გაბედულ ნაბიჯს მაშინ თანაგუნდელების, ცნობილი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ფანების მხარდასაჭერი განცხადებები მოჰყვა.

სულ ცოტა ხნის წინ კი კავალო უკვე თავის პარტნიორზე, ლეიტონზე, დაინიშნა. ადგილი სიმბოლური იყო: ჯოშმა ლეიტონს ადელაიდ იუნაიტედის სტადიონზე სთხოვა ხელი.

ინსტაგრამზე გავრცელებულ განცხადებაში კავალომ თავის გუნდსაც გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის და ხელის თხოვნის ორგანიზებაში დახმარებისთვის.

“თქვენი უსაზღვრო მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს”, — აღნიშნა ფეხბურთელმა, — “თქვენ ფეხბურთში ისეთი უსაფრთხო სივრცე შემიქმენით, როგორსაც ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. თქვენ მხარს მიჭერდით, რომ ყოველი დღე ჩემი ნამდვილი იდენტობით მეცხოვრა”.