“როგორც კი თვითმფრინავი აფრინდა, ქალმა გახდა დაიწყო…” – სტრიპტიზი რუსული ავიაკომპანიის თბილისი-მოსკოვის რეისზე

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის რე­ი­სის მგზავ­რმა ქალ­მა, რო­მელ­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე სტრიპ­ტი­ზი იცეკ­ვა.

ნას­ვამ­მა ქალ­მა მე­ზო­ბე­ლი ისე შე­ა­წუ­ხა, რომ კაცი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბორტგამ­ცი­ლე­ბელ­თან ერ­თად სა­ლონ­ში გა­და­სუ­ლი­ყო და რე­ი­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე იქ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი მგზავ­რი სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი­დან 30 მარტს 13:50 სა­ათ­ზე რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Azimut-ის რე­ი­სით გაფ­რინ­და.

მგზავ­რე­ბის თქმით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლი მან ჯერ კი­დევ თვითმფრი­ნავ­ში ას­ვლამ­დე მი­ი­ღო, შე­დე­გად სა­ლონ­ში ალ­კოჰო­ლის სუნი იდგა. “რო­გორც კი თვითმფრი­ნა­ვი აფ­რინ­და, ქალ­მა გახ­და და­ი­წყო… ის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­და და რა­ღაც მო­მენ­ტში, ზედ­მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე გახ­და გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ში მჯდო­მი თა­ნამ­გზავ­რი მა­მა­კა­ცის მი­მართ”, – ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ბორტგამ­ცი­ლებ­ლე­ბი მგზავ­რის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

რე­ი­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ურჩ მგზავრს ვნუ­კო­ვოს პო­ლი­ცია დახ­ვდა და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ აქ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *