გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთაში ძაღლს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინეს – შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო

მცხეთაში მიუსაფარ ძაღლს სასტიკად გაუსწორდნენ – არსებული ინფორმაციით, პიტბულის პატრონმა ძაღლს მიუსაფარი ცხოველი მიზანმიმართულად დააგლეჯინა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებასა და მისდამი სასტიკად მოპყრობას გულისხმობს.

„ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც მომაწოდეს. არიან უშუალოდ მოწმეებიც, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ უშუალოდ ამ პირებთან. ეს მასალები პროკურატურასთან გავგზავნე, გამოიკვეთა ორი ქეისი, თავდაპირველად ერთი ფაქტი გვეგონა, ანუ ერთი ადამიანის მიერ ორგანიზებული, თუმცა გამოიკვეთა ორი ქეისი. ერთში ფიგურირებენ არასრულწლოვანებიც…იმედი ჰქონდა, რომ მაშინვე მოხდებოდა ამ პირების დაკავება, თუმცა გამოძიება გაჭიანურდა. გუშინ შევეცადე დავკავშირებოდი როგორც საქმის გამომძიებელს, ისე პროკურატორს, თუმცა კონტაქტზე არავინ გამოვიდა, ჩვენგან ინფორმაცია მიწოდებული, რომ იდენტიფიცირება მარტივია.. ყველაფერი გვაქვს გაგზავნილი, ასევე გვაქვს დამატებითი ინფორმაციებიც,” – ამბობს შორენა ლობჟანიძე „მთავარ არხთან“ საუბრისას.