კახეთში 13 წლის გოგოს ეძებენ – ოჯახის თქმით, არასრუწლოვანი თანასოფლელმა, 16 წლის ბიჭმა მოიტაცა

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა.

არასრულწლოვნები რამდენიმე დღეა გაუჩინარდნენ, ჯერჯერობით მათ კვალს ვერ მიაკვლიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.