ტრაგედია თერჯოლაში – მდინარე ძუსაში მეოთხე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მდინარეში 3 ადამიანი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები მის დასახმარებლად წყალში ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

ასევე ნახეთ: