“დიდებული საუკუნის” ვარსკვლავის, მერიემ უზერლის ცხოვრების დეტალები – ფსიქოლოგიური პრობლემები, გაჭირვება და ეკრანზე დაბრუნება

გერმანული წარმოშობის თურქი მსახიობი მერიემ უზერლი საზოგადოებამ სერიალიდან “დიდებული საუკუნე“ გაიცნო, სადაც ის ჰიურემ სულთნის როლს ასრულებდა.  თუმცა, მოგვიანებით ნერვული აშლილობის გამო პროფესიას ჩამოშორდა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ დიდი პაუზის შემდეგ მსახიობი კვლავ ეკრანებს უბრუნდება, იგი ახალ თურქულ სერიალში მიიღებს მონაწილეობას. სერიალის სახელწოდება „რუ“ იქნება და ახალგაზრდა ქალისა და მასზე უმცროსი მამაკაცის რომანის შესახებ მოგვიყვება.

გთავაზობთ ამონარიდს მერიემ უზერის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ…

მყავს ორი ძმა და და. დედაჩემი გერმანელია, მამა კი თურქი. დავიბადე და გავიზარდე გერმანიაში, პატარა ქალაქ კასელში. დედაჩემი მეორედ ბრაზილიელზე დაქორწინდა, ამიტომ ჩემი ოჯახის ნაწილიც ნახევრად ბრაზილიელია.

რა არის საინტერესო მერიემ უზერლის შესახებ?

არ ვიცი. ყველაფერი, რაც ვარ და რასაც ვაკეთებ, ძალიან ნორმალურად მეჩვენება.

რამ გამოიწვია გერმანიაში მოღვაწეობიდან თურქულ დრამებში გადასვლა?

„დიდებული საუკუნეში“ ჰიურემ სულთნის როლის შემსრულებელს ეძებდნენ. ამიტომ სტამბულში ჩამოვედი. ამ როლის შემდეგ საცხოვრებლად თურქეთში გადავედი. არასოდეს გამიტარებია დიდი დრო მამის სამშობლოში, ამიტომ იქ ცხოვრება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო.

როგორ დაგამტკიცეს ამ როლზე?

ერთმა ნაცნობმა, რომელთან ერთადაც თეატრში ვმუშაობდი, მითხრა, რომ თურქეთში სერიალისთვის მთავარ პერსონაჟს ეძებდნენ. მან პროდიუსერების ჯგუფს ჩემი შოუს რგოლი აჩვენა და სჯეროდა, რომ ჰიურემ სულთნის როლს მოვირგებდი. 

იმ პერიოდში სამსახური არ მქონდა და არ ვიცოდი, ქირის გადახდას როგორ მოვახერხებდი. ამიტომ შეთავაზებას დავთანხმდი.