29 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან, განსაკუთრებით კი ფრთხილად სხვის ფულთან. გონივრულად გამოიყენეთ საკუთარი ფინანსებიც და ნუ შეიძენთ ისეთ ნივთებს, რომელიც რეალურად არ გჭირდებათ.

კურო

აკონტროლეთ ფინანსური სფერო, არ ღირს სარისკო საქმეში ინვესტირება. გადადეთ სამომავლოდ ფინანსური ოპერაციები და კონცენტრირდით თქვენს სამუშაოზე.

ტყუპები

სამსახურში დღე აქტიური და ნაყოფიერია, შესაძლოა, დიდ საქმეებთან შეჭიდება მოგიწიოთ, თქვენი არასტანდარტული იდეები დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, სავარაუდოდ, თქვენს კარიერულ წინსვლაზე სასიკეთოდ აისახება და შეძლებთ თქვენი ნიჭისა და პროფესიონალიზმის დემონსტრირებას.

ლომი

ფრთხილად ცდუნებებთან, ყურადღებით აკონტროლეთ სიტუაცია, რათა არ აღმოჩნდეთ ილუზიების ტყვეობაში.

ქალწული

იფიქრეთ მომავალზე, დაისახეთ ახალი მიზნები, სასურველი გარკვეული ფინანსური რესურსი იქონიოთ. მეტი დრო დაუთმეთ გონების დასვენებას.

სასწორი

დღეს, შესაძლოა, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, ერიდეთ, ფულის უყაირათო ხარჯვასა და მსხვილ საყიდლებს.

მორიელი

შესაძლოა, გაჩნდეს ახალი პროექტის იდეა, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ, არ არის გამორიცხული, სწორედ ამ პერიოდში, შეიძინოთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი.

მშვილდოსანი

დღეს, ახალი საქმიანი წინადადებებით, შესაძლოა, თქვენი კეთილდღეობის საქმეში მტკიცე ნიადაგი მოამზადოთ.

თხის რქა

ობიექტურად შეაფასეთ ნებისმიერი სიტუაცია და ეცადეთ, გააკეთოთ სწორი არჩევანი, ნუ შეეცდებით სხვებს დაანახოთ ის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მერწყული

ზედმეტი თავდაჯერებულობა და ხელგაშლილობა კარგს არაფერს მოგიტანთ, ერიდეთ უსარგებლო ხარჯებს.

თევზები

თუ შინაგანი შფოთი გაქვთ საქმიანობასთან დაკავშირებით, დაფიქრდით, იქნებ კარგი იყოს კვალიფიკაციის ამაღლება, ან იქნებ ახალი სამსახურის მოძიებაზე იფიქროთ.