17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარსულს ვერ შეცვლით, ასე რომ ნუ გამოეკიდებით დაშვებულ შეცდომებს. შეეცადეთ, იყოთ რაციონალური, გადაერთეთ აწმყოზე, შეცვალეთ ის,, თუ არ მოგწონთ გარემოებები და იფიქრეთ მომავალზე.

კურო

დღეს, თქვენი მონდომება და ძალისხმევა დაფასდება. იფიქრეთ საკუთარ იმიჯსა და ჯანმრთელობაზე. საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ გართობა და დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.

ტყუპები

ზედმეტ ტვირთს ნუ წამოიკიდებთ მხრებზე. გადაანაწილეთ თქვენი ძალები და გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

კირჩხიბი

ნუ დაიგროვებთ საქმეებს, მიჰყევით ყველაფერს ეტაპობრივად, მოგებიანი იქნება ძველი საქმის დასრულება, ეს დაღლილობას დაგავიწყდებთ და თან ძალასა და სტიმულს შეგმატებთ სამომავლო ქმედებისთვის.

ლომი

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ პირადი ცხოვრება, ან არსებულ ურთიერთობაში მეტი ფერები შეიტანეთ.

ქალწული

ნუ ითამაშებთ გრძნობებით, მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ ურთიერთობებს როგორც პირად სფეროში, ასევე მეგობრებთან.

სასწორი

სიტუაციები შინ თუ გარეთ უფრო ჯანსაღდება შესაბამისად პოზიტიური განწყობა და სიცოცხლის ხალისიც მატულობს.

მორიელი

გაანებივრეთ თქვენი თავი ლამაზი და მშვენიერი წუთებით, დაუკავშირდით მეგობრებს, ახლობლებს, იყავით გულწრფელი, ყურადღება მიაქციეთ კვებასა და ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს გარეგნობას, გახსოვდეთ, რომ ახლა თქვენი იმიჯი ბევრ სხვა სფეროზე აისახება.

თხის რქა

ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობობასთან, ახლა სასიყვარულო თავგადასავლები შესაძლოა, დიდ პრობლემად გადაიქცეს.

მერწყული

ცხოვრებაში, სამუშაოს გარდა, ბევრი რამ არის საინტერესო. მეგობრები, თქვენი ჰობი, სპორტი. ეს ყველაფერი ძალებითა და ოპტიმიზმით აგავსებთ, გარდა ამისა, მეტ ხიბლს შეიტანს თქვენს ყოველდღიურობაში.

თევზები

ნუ დაელოდებით სხვა ადამიანებს, ვერავინ გაგიფერადებთ ცხოვრებას, გამოიჩინეთ მეტი ენთუზიაზმი და სიახლეები თავად შეიტანეთ ურთიერთობებში.