8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გულმოდგინედ შეიმუშავეთ სამომავლო სამოქმედო გეგმა და გაითვალისწინეთ, შეძლებისდაგვარად, ყოველი დეტალი.

კურო

ნუ ენდობით ბრმად დაპირებებს, იყავით ფრთხილი და წინდახედული, რათა თავი არ ამოყოთ მოულოდნელ გაუგებრობაში, ან ჩიხში არ აღმოჩნდეთ.

ტყუპები

მოსალოდნელია გარკვეული ტიპის სიძნელეები, მაგრამ შეძლებთ წარმატებით მათ გადალახვას და სასურველსაც მიაღწევთ.

კირჩხიბი

დღეს, ბევრ ისეთ საქმეში შეგიძლიათ ჩაერთოთ, რომელიც მეცნიერულ და პროფესიულ საკითხებს უკავშირდება, თქვენი ოცნებები ფრთებს შეისხამს, თუ ენერგიას სწორად მიმართავთ და წვრილმანებზე არ გაიფანტებით.

ლომი

კარგად დაფიქრდით და ნუ ჩაერთვებით უსარგებლო საქმეში, ნუ გაფლანგავთ თქვენს ენერგიასა და უნარებს არაფრისმომცემი საკითხების ანალიზსა და გარჩევებში.

ქალწული

დიდი არჩევანის წინაშე დადგებით, მაგრამ, სჯობს, სერიოზული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიიღოთ.

სასწორი

ნუ შეგაშინებთ გარშემო არსებული სიტუაცია და გაუგებრობა, თქვენ შეძლებთ, ყოველივეს გაუმკლავდეთ და თქვენი თავით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

მორიელი

დადგა დრო, უკან მოიტოვოთ მოძველებული შეხედულებები ცხოვრებაზე და შეიცვალოთ. განახლების პერიოდი იწყება და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მშვილდოსანი

კოლეგებთან მოლაპარაკებებისა და გარჩევების ალბათობაა, შესაძლოა, მოგიწიოთ გამგზავრება საქმისათვის.

თხის რქა

ცდუნებებისა და ილუზიების დიდი ალბათობაა, იყავით ყურადღებით, რათა ხაფანგში არ აღმოჩნდეთ.

მერწყული

ბევრი შრომა და ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა შეასრულოთ დაკისრებული სამუშაო, არ გამოიწვიოთ ხელმძღვანელთა უკმაყოფილება და ჩრდილი არ მიაყენოთ თქვენს ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს.

თევზები

დაგეგმეთ სამომავლო სტრატეგია, ცვლილებები შეიტანეთ თქვენს პირად ცხოვრებასა და სამსახურებრივ საქმიანობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *