Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს

Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს. ასევე, შეფერხებით მუშაობს Messenger-იც.

შეფერხება მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება. 

სოციალური ქსელებით სარგებლობა ამ დროისთვის შეუძლებელია როგორც აპლიკაციებით, ასევე Desktop ვერსიებით. მომხმარებლები ავტომატურად გამოვიდნენ ანგარიშებიდან და პლატფორმაზე ავტორიზაციას ვეღარ ახერხებენ.

“ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს პროდუქტებზე წვდომის პრობლემები. ვმუშაობთ ამაზე”, – წერს META-ს სპიკერი ენდი სტოუნი X-ზე.

მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.