რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი სხვებისგან

ვერძი

შინაგანი ყოყმანი – ერთი შეხედვით თავდაჯერებული და ენერგიული ვერძი შინაგანი გაურკვევლობითა და შფოთვით იტანჯება. გარეგნულად მათი ბობოქარი ხასიათი და პრინციპულობა ხშირად შინაგანი ეჭვების კომპენსაციის საშუალებაა.

კურო

პრინციპულობა – კურო შეიძლება გარეგნულად მშვიდი და მელანქოლიურია, მაგრამ შინაგანად ისეთ სულიერ სიმტკიცეს და პრინციპულობას ავლენს, რომელიც გარკვეულ გარემოებებში გასაკვირია.

ტყუპები

ჭეშმარიტი ემოციები – მხიარული და უდარდელი ადამიანის ნიღბის მიღმა ტყუპები თავიანთ ჭეშმარიტ ემოციებს და ადამიანებისა თუ მოვლემების მიმართ რეალურ დამოკიდებულებას მალავენ.

კირჩხიბი

გულჩვილობა – გარეგნულად გულგრილი და მიუწვდომელი კირჩხიბები ხშირად მალავენ თავიანთ კეთილ გულს ადამიანებისგან, რათა ემოციური მანიპულატორის მსხვერპლი არ გახდეს.

ლომი

თვითკრიტიკა – ისინი გარეგნულად თავდაჯერებულები არიან, მაგრამ ამის მიღმა ლომი ხშირად შინაგან ეჭვებს მალავს და, ასევე, არასდროს ამხელს თავის გეგმებს.

ქალწული

ამბიციები – ქალწულები ყოველთვის იდეალურობისკენ ისწრაფვიან და ამას სხვებისგან საგულდაგულოდ მალავენ, რადგან ერიდებიან განსჯასა და კრიტიკას.

სასწორი

ეჭვები – სასწორს, რომელიც სამყაროში ჰარმონიასა და წონასწორობას ეძებს, ხელს ეჭვიანობა უშლის, რომელიც ფაქტობრივად, ანადგურებს.

მორიელი

მგრძნობიარობა – მორიელების გარეგანი ცინიზმის მიღმა ხშირად ღრმა გრძნობები და ემოციები იმალება, რომლებიც სხვებისთვის დაფარულია.

მშვილდოსანი

სერიოზულობა – მშვილდოსნები, იუმორისა და ხუმრობების მიღმა, ძალიან ღრმად აზროვნებენ და, ფაქტობრივად, ყოველთვის შეუცდომელ პროგნოზს აკეთებენ, სად, რა და რატომ მოხდება.

თხის რქა

აღიარების სურვილი – თავშეკავების ნიღბის მიღმა თხის რქები ხშირად მალავენ, რომ სურთ, მათი მიღწევები გარშემომყოფებმა აღიარონ და ამაზე ილაპარაკონ.

მერწყული

გულგრილობა ადამიანების მიმართ – ისინი აფასებენ მეგობრებს, კოლეგებს და ნათესავებს შორის ურთიერთობას, მაგრამ ამით სოციალურ რიტუალს ასრულებენ. ყველაზე მეტად მერწყულს ორი რამ უყვარს – ახალი ცოდნის შეძენა და მოგზაურობა.

თევზები

ძლიერი ნებისყოფა – მათი მეოცნებე ბუნების მიღმა წარმოუდგენელი სიმტკიცე და ნებისყოფა იმალება, რასაც ყველა ვერ ამჩნევს. 

ასევე ნახეთ: