დაშორდა თუ არა მეუღლეს და რატომ შეწყვიტა მოდელობა – ულამაზესი ანა ახვლედიანი გულშემატკივრებს პასუხობს

მოდელი ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია – ხშირად აქვეყნებს ახალ-ახალი ფოტოსესიებიდან კადრებს, პატარა ქალიშვილის ევას ფოტოებს. თუმცა აღარ ჩანს ფოტოები მეუღლესთან – ასევე მოდელ გიგი ბერაიასთან ერთად, რის გამოც მის გულშემატკივრებს ლოგიკური შეკითხვა გაუჩნდათ, ხომ არ დაშორდა წყვილი ერთმანეთს.

“ბევრი შეკითხვა მომდის ამ საკითხთან დაკავშირებით. არ დავშორებულვართ, უბრალოდ მას არ უყვარს ფოტოების გადაღება და არც მე ვაძალებ. დედას გეფიცებით, ასეა”, – ამბობს ანა.