6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ, გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების მოსაზიდად.

კურო

ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვათა აგრესიულ გამოხტომებს, ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ მოთმინებით მეტ სარგებელს ნახავთ.

ტყუპები

გულს ნუ გაიტეხთ, ჯერ ადრეა ფარ-ხმლის დაყრა, პირად ურთიერთობებშიც და სამსახურშიც, მალე, უკეთესი პერიოდი დადგება.

კირჩხიბი

სტაბილურობა, თანმიმდევრულობა და სიმტკიცე საქმიან სფეროში კარგის მაჩვენებელია, თუმცა ყველაფერს ერთად ნუ მოინდომებთ.

ლომი

რთული და მნიშვნელოვანი ბრძოლა გელით წინ, წარსულისა და დაკარგულის დასაბრუნებლად. ეს ახლა რეალურად შესაძლებელია.

ქალწული

დახმარება თქვენივე თავში ეძებეთ, ახლა, სჯობს, საკუთარი ძალებით იმოქმედოთ და ნუ დაელოდებით სხვებს.

სასწორი

ერთი შეხედვით, ვნებათაღელვა და მხიარული რომანი შესაძლოა, ნერვული აშლილობის მიზეზი გახდეს და პირიქით, გამართლება სიყვარულში ყოველ განსაცდელს გადაგატანინებთ.

მორიელი

უარი თქვით სასიყვარულო ინტრიგებზე და სულელურ გართობაზე. ფუჭად ნუ დაკარგავთ თქვენს ენერგიას და გააკეთეთ რაიმე ღირებული.

მშვილდოსანი

შეეცადეთ, იყოთ ფორმაში, რათა სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ ყველა ადამიანზე. არის ალბათობა, რომ გარშემომყოფთაგან თქვენთვის საჭირო გავლენიან პერსონას აღმოაჩენთ.

თხის რქა

ზედმეტი სერიოზულობის, ცხოვრებისეულ საკითხებში ზედმეტად ჩაღრმავების, კომპლექსების, შეზღუდვების მარწუხებისგან გათავისუფლდით, წინ წამოსწიეთ იმედი და ოპტიმიზმი.

მერწყული

ნუ დაემდურებით ბედს, ყურადღება მიაქციეთ ცხოვრებისგან მოცემულ სიურპრიზებს, პატარ-პატარა წარმატებებს. მადლიერი იყავით იმის, რაც გაგაჩნიათ.

თევზები

ისწავლეთ, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი ნიჭი უკეთესად, დააკვირდით ირგვლივ მყოფ ადამიანებს და გამოიყენეთ მათი გამოცდილებები უკეთესი შედეგების მისაღწევად. 

ასევე დაგაინტერესებთ: