ბრინჯის წყალი ღრმად გაწმენდს თქვენს კანს, გამოაცოცხლებს თმას და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს

ბრინჯის წყალი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელსაც საოცრად დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. ეფექტურობა, ბიუჯეტურობა, კანის ღრმა წმენდა, ზედმეტი კილოგრამების მოშორება, თმის დარბილება და მისთვის დამატებითი ბზინვარების მინიჭება, კანის ფორების დაპატარავება და მისი დაცვა მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან – სულ მცირე ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ბრინჯის წყალი ახლავე!

კანის ღრმა წმენდა ბრინჯის წყლით

ეს რეცეპტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიელ ქალბატონებში, რაც მათი კანის იდეალურობას განაპირობებს.

მარტივი ინსტრუქცია: 

  1. ერთი ან ნახევარი ჩაის ჭიქა ბრინჯი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, რათა ბოლომდე გააცალოთ მტვერი და ჭუჭყი.
  2. მოათავსეთ გარეცხილი მარცვლები ემალის ჭურჭელში, დაასხით წყალი და დატოვეთ 15 წუთით ოთახის ტემპერატურაზე. ამ დროში წყალი გაჯერდება ვიტამინებითა და მინერალებით.
  3. 15 წუთის შემდეგ სითხე უნდა გადაწუროთ ახალ ჭურჭელში. მზა ბრინჯის წყლით შეგიძლიათ სახის უბრალოდ დაბანა ან 1 წუთის განმავლობაში სითხეში კარგად დასველებული თითის ბალიშებით კანის მსუბუქი მასაჟირება.
  4. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ თქვენი კანი ძალიან ნაზი და რბილი იქნება.

ბრინჯის წყალი თმისთვის

ანალოგიური პრინციპით მომზადებული ბრინჯის წყალი არაჩვეულებრივია თქვენი თმისთვისაც. თუ რეგულარულად თმას მთელ სიგრძეზე ბრინჯის წყლით კარგად დაიმუშავებთ, საფარის მოცულობის ზრდას, თმის საოცარ სირბილესა და დამატებით ბზინვარებას მალევე შენიშნავთ. მისი ეფექტი ყველაზე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებსაც კი არაფრით ჩამოუვარდება!

ბრინჯის წყალი წონის დასაკლებად

თუ საკუთარ თავს მიზნად წონის დაკლებასა და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას დაუსახავთ, ბრინჯის წყალი აუცილებლად დაგეხმარებათ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მომზადების წესი ოდნავ განსხვავებულია. უბრალოდ, როდესაც ბრინჯის მომზადებას გადაწყვეტთ, დაუმატეთ მას ოდნავ მეტი წყალი, ვიდრე ჩვეულებისამებრ. ნახარში, რომელსაც მიიღებთ, ძალიან შეგიწყობთ ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. მიირთვით ნახარში მთელი დღის სახით პატარ-პატარა ყლუპებად, მატონიზირებელი სასმელის სახით. ყველაზე დიდი ულაფა მიიღეთ საუზმობამდე.

რატომ არის ბრინჯის წყალი ასეთი სასარგებლო?

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, წყალი, რომელშიც ყოვნდება ბრინჯის მარცვლები, მდიდრდება სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და ფერმენტებით.

ფერმენტირებული ბრინჯის წყალი არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს, ავიწროებს ფორებს, ღრმად წმენდს კანს, ათანაბრებს მის ტონს და აქრობს პატარა ზომის ნაოჭებს.

თუ ნახარშს რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო ნივთიერებებით, მეტაბოლიზმის დაჩქარებას, ტოქსინებისა და წიდების მოშორებას, ზედმეტი კილოგრამების მოშორებასა და ფიგურის კორექტირებას.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია ბრინჯის წყალი. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. არ დაგავიწყდეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების ჩვენთვის გაზიარება!