ᲠᲝᲒᲝᲠᲘᲐ ᲫᲣᲡᲐᲨᲘ ᲒᲐᲓᲐᲠᲩᲔᲜᲘᲚᲘ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲞᲘᲠᲘᲡ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ? – ᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔᲨᲘ ᲒᲣᲨᲘᲜ 4 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲓᲐᲘᲮᲠᲩᲝ

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი კლინიკა “იმერმედშია” მოთავსებული.

ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.

ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს დატრიალდა. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში ოთხი ადამიანი გადახტა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან სა­ზა­ნო­ში მცხოვ­რე­ბი მამა, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი და გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში სტუმ­რად ჭი­ა­თუ­რი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი.