ილონ მასკი META-ს დასცინის – რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს X-ის მფლობელი?

“ინ­სტაგ­რა­მის” და “ფე­ის­ბუ­ქის” გა­თიშ­ვის შე­სა­ხებ თა­ვი­ან­თი აზ­რის გა­მო­სათ­ქმე­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ყო­ფილ Twitter-ს, ანუ ამ­ჟა­მინ­დელ X-ს მი­ა­კი­თხეს. ალ­ბათ გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ მათ შო­რის ილონ მას­კი­ცაა.

მას­კი და კი­დევ ათა­სო­ბით სხვა ადა­მი­ა­ნი X-ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ სა­სა­ცი­ლო ფო­ტო­ებ­სა და პოს­ტებს აზი­ა­რე­ბენ. X-ის დი­რექ­ტორ­მა ილონ მასკმა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ფოტო გა­ა­ზი­ა­რა, რო­მელ­ზეც 4 პინგვი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი Meta-სა და X-ის კომ­პა­ნი­ე­ბის ლო­გო­ე­ბი­თაა მო­ნიშ­ნუ­ლი, რი­თიც ბიზ­ნეს­მენ­მა თა­ვი­სი პლატ­ფორ­მის უკე­თე­სო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მასკმა ჭრი­ლო­ბა­ზე მა­რი­ლის მოყ­რა გა­და­წყვი­ტა და Meta-ს კი­დევ ერთი პოს­ტი მი­უ­ძღვნა: “თუ ამ პოსტს ხე­დავთ, ე.ი. ჩვე­ნი სერ­ვე­რე­ბი ისევ მუ­შა­ობს”.