ნასვამმა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირეწლოვანი ბავშვების წვეულებაზე შევარდა – გარდაცვლილია 2 ბავშვი, არიან დაშავებულებიც

აშშ-ში ნას­ვამ­მა მძღოლ­მა, რო­მელ­მაც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ავ­ტო­მან­ქა­ნით ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­ვარ­და, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი და-ძმა გა­ი­ტა­ნა ისი­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვი­სას, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­დღის 3 სა­ათ­ზე მოხ­და, კი­დევ 13 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ტრა­გი­კუ­ლი ავა­რია დეტ­რო­იტ­თან ახ­ლოს, აშშ-ში მოხ­და.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, სა­ჭეს 66 წლის ქალი ნას­ვა­მი მარ­თავ­და.

“შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვის დროს სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლა თვითმხილ­ველ­მა ქა­ო­ტუ­რად აღ­წე­რა”,- ინ­ფორ­მა­ცი­ას მონ­როს ოლ­ქის შე­რი­ფი ტროი გუ­დ­ნაუ ავ­რცე­ლებს.

ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­როვ­და, ჩანს, თუ რო­გორ შე­დის ქალი მძღო­ლი ლურ­ჯი ჯი­პით წვე­უ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და შე­ნო­ბას ეჯა­ხე­ბა.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 8 წლის გო­გო­ნა და მისი 5 წლის ძმა ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვალ­ნენ. სამი ბავ­შვი და 6 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი კი ორი ვერ­ტმფრე­ნი­თა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბით რე­გი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ზო­გი­ერთ მათ­განს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. და­ნარ­ჩენ და­შა­ვე­ბუ­ლებს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე ჩა­უ­ტარ­დათ, ნა­წი­ლი კი კერ­ძო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

პო­ლი­ცი­ას დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა არ და­უ­ზუს­ტე­ბია, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც მან­ქა­ნას ნას­ვა­მი მარ­თავ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია. დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­თან­ხმდა და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბა მას უფრო მეტ ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნებს, გა­ნა­ცხა­და გუ­დ­ნა­უმ.