28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, მოიცილოთ ყოველგვარი მოძველებული რამ თქვენი ცხოვრებიდან, იქნება ეს ოცნებები თუ არაფრის მომტანი იდეები, შეუსრულებელი ვალდებულებები თუ ძველი ნივთები – ყველაფერი, რაც გზაზე დაბრკოლებად გეღობებათ.

კურო

ზედმეტი ემოციები და უკომპრომისობა ურთიერთობის გარკვევისას მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას და განხეთქილებას გამოიწვევს, სჯობს, გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და შეეშვათ ვინმესთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებას.

ტყუპები

იყავით ყურადღებით მიმდინარე მოვლენების მიმართ და ყური მიუგდეთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს. შესაძლოა, მოიპოვოთ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიიღოთ მეტად საჭირო რჩევა.

კირჩხიბი

შესაძლოა, მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანზე, ან პრობლემაზე. სიტუაცია გაუთვალისწინებელი ფაქტების წინ დაგაყენებთ და თქვენს მოქნილობასა თუ მოხერხებულობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

ლომი

სასურველია, პატივი სცეთ სხვათა მოსაზრებებს და ნუ დაიწყებთ ჯიუტად თქვენი უპირატესობის მტკიცებას, იყავით მზად კომპრომისისთვის და შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა ირგვლივ მყოფებთან.

ქალწული

თავი შეიკავეთ კრიტიკული შენიშვნებისგან და შეეცადეთ, მშვიდობიანი ატმოსფერო შექმნათ თქვენს ირგვლივ. ნუ გაგაღიზიანებთ ადამიანთა ისეთი ქცევა, რომელიც არ შეესაბამება თქვენი იდეალური ქცევის ნორმებს.

სასწორი

დღეს, შესაძლოა, ყოველდღიურ წვრილმანებშიც კი საოცარი ნიუანსები აღმოაჩინოთ, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით. ეს ყველაფერი სასიკეთო დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ და მიმდინარე მოვლენებს სხვა თვალით შეხედავთ.

მორიელი

მოულოდნელად შესაძლოა, ფინანსურ გარჩევებში აღმოჩნდეთ ჩათრეული, ნუ გაცხარდებით და ნუ ჩაეძიებით დეტალებს, კონცენტრირდით ფაქტებზე, შეინარჩუნეთ კეთილგონიერება და სიმშვიდე.

მშვილდოსანი

წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, უსარგებლო კამათში არ დაკარგოთ დრო და კიდევ, ნუ მიაქცევთ წნეხის ქვეშ თანამოაზრეებს, ნუ ეცდებით თქვენი სიმართლის მტკიცებას და აკონტროლეთ საუბრისას ტონი.

თხის რქა

შეგიძლიათ, თამამად ისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ და გაფორიაქებთ, ისაუბრეთ გულწრფელად და გულახდილად, პრეტენზიების გარეშე.

მერწყული

შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ, დაშვებული შეცდომების გამო, სრულიად სხვაგვარად უნდა შეხედოთ გარემოებებს და შეცვალოთ თქვენი გეგმები. მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის.

თევზები

ნუ გამოეკიდებით ყოველ წვრილმანს, ეს გაამწვავებს გაუგებრობებს, შესაძლოა, ცხელ გულზე, თქვათ ისეთი რამ, რაც ირგვლივ მყოფებს გულს ატკენს, თქვენ კი დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ სიტუაციის გამოსასწორებლად. 

ასევე ნახეთ: