VIDEO: “თავდამსხმელები ცხედრებზე დარბოდნენ” – გადარჩენილების პირველი კომენტარები

“თავდამსხმელები ცხედრებზე დარბოდნენ” – პირველი კომენტარი ეპიცენტრიდან. 

შემთხვევის მომსწრეები ყვებიან, რომ საკონცერტო დარბაზში კამუფლაჟიანი ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხსასროლი იარაღიდან ისროდნენ. 

ამ წუთებში Crocus City Hall-იდან ცხედრები გამოჰყავთ. ბოლო ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სამი ნიღბიანი ადამიანის შეჭრას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

ირკვევა, რომ “კროკუსის საკონცერტო დარბაზში” დღევანდელ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. დარბაზში სულ 6 200 ადგილია.

ვრცელდება ცნობები, რომ შენობაში სპეცრაზმელების შესვლისთანავე რამდენიმე დამნაშავემ გაქცევა მოახერხა.