მღვდელმა თავისი ქალიშვილის შეყვარებულის მოსაკლავად მკვლელები დაიქირავა – შემთხვევის დეტალები

გა­სულ კვი­რას, კა­ლი­ფორ­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მღვდე­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მო­საკ­ლა­ვად მკვლე­ლე­ბი და­ი­ქი­რა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 47 წლის სა­მუ­ელ პა­სი­ლას­მა თით­ქმის 40,000 დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზა ხუან მა­ნუ­ელ კებ­რე­როსს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­მა­კაცს, რათა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ბიჭი მო­ეკ­ლათ.

“გა­მო­ძი­ე­ბის დროს დე­ტექ­ტი­ვებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ პა­სი­ლა­სი შეხ­ვდა და­ქი­რა­ვე­ბულ მკვლე­ლებს და მი­ა­წო­და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მსხვერ­პლის შე­სა­ხებ. დე­ტექ­ტი­ვებ­მა ასე­ვე და­ად­გი­ნეს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ მსხვერ­პლს”, – ნათ­ქვა­მია პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ნა­შა­უ­ლი გა­სუ­ლი წლის 21 ოქ­ტომ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე მოხ­და – მსხვერ­პლის მტკი­ცე­ბით, ის შემ­თხვე­ვის დროს მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და, შიგ­ნით მყო­ფებ­მა კი ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ამის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თა­ვად გა­და­ვი­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სრო­ლის ად­გი­ლი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ამო­ღე­ბა შეძ­ლეს. და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი და­კა­ვე­ბუ­ლია. სრო­ლის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ლი­ცია და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს არ ასა­ჯა­რო­ებს.