„ჩვენი გოგოა, ჩვენი ყოფილი მოსწავლე… ნუთუ, ეს დაუჯერებელი დასასრული ჰქონდა შენს ლამაზ ოცნებებს?!“ – ქეთი ჯავახიშვილს სკოლა ემშვიდობება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლა მოკლული ქეთი ჯავახიშვილის სკოლა ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ეს ჩვენი გოგოა, ჩვენი ყოფილი მოსწავლე, ჩვენი ქეთი… უსაყვარლესი, წარმატებული, ჭკვიანი, ბეჯითი, მოაზროვნე, ცოდნასა და სწავლაზე შეყვარებული, წარჩინებული, ხალისიანი, მეგობრული და კეთილი… 

სისასტიკისა და ძალადობის მსხვერპლი?? თავზარდამცემი და გამაოგნებელი სისასტიკის მიერ შეჩერებული ლამაზი და წარმატებული სიცოცხლე, ჩვენო გოგო… ნუთუ, ეს დაუჯერებელი დასასრული ჰქონდა შენს ლამაზ ოცნებებს, მიზნებსა და მომავალს??? უყვარხარ შენს სკოლას, შენს მასწავლებლებს, შენს თანაკლასელებს, თანასკოლელებს და განსაკუთრებით, შენს დირექტორს! მსუბუქად განისვენე, ჩვენო საყვარელო ქეთო, შენი მშობლების და ახლობლების მწუხარებას შენი სკოლა დიდი სინანულით და აუტანელი ტკივილით უერთდება.და იზიარებს. ჩვენ სულ გვეყვარები“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.