„ტელეგრამ“ არხზე თბილისში სკოლებზე თავდასხმის შესახებ მუქარა გავრცელდა

სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე იგეგმება თავდასხმა.

„დავხოცავთ სკოლის მოსწავლეებს, ავაფეთქებთ თბილისის საჯარო სკოლებს და სავაჭრო მოლებს…“, – იუწყება რუსული ტელეგრამ არხი Ужаc Тбилиси.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას. 

მათივე განცხადებით, ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი, ყალბია.

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საქმის კურსშია განათლების სამინისტროც.

წყარო: primetime