ნახეთ, ორსული ქეთა თოფურიას უახლესი ფოტოები

სოციალურ ქსელში სცენიდან ფოტოები გავრცელდა სადაც ქეთა თოფურია ორსულობას აღარ მალავს.

ცნობისთვის, მომღერალი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ ძენგოვი გაზაფხულზე კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილის პირველი შვილი, ადამი, ახლახან სამი წლის გახდა და ბავშვის დაბადების დღის წვეულებიდან გადაღებული ფოტოების შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ 37 წლის თოფურია ორსულად იყო.

გასულ ზაფხულს მომღერალმა მედიასთან აღიარა, რომ ოცნებობს ისევ განიცადოს დედობის სიხარული.

„ღმერთის ნებით, მე შევძლებ მესამე ბავშვის გაჩენას. ექიმები ამბობენ, რომ მიზანშეწონილია ორმოცი წლის ასაკამდე გავაჩინო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც ორმოცდაათი წლის ასაკში იმშობიარეს“, – ამბობდა მაშინ ქეთა.