ვანის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ვანის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მეგობრისა და კოლეგის ლევან შენგელიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ლევანი წლების განმავლობაში იყო ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი გორას ადმინისტრაციულ ერთეულში და ღირსეულად და პასუხისმგებლობით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლომდე.

თანავუგრძნობთ ლევანის ოჯახს და ახლობლებს ამ დანაკლისს”,- ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე ნახეთ: