19 წლის კაცმა დედაზე იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

გორში 19 წლის ბიჭმა დედაზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ახალგაზრდა სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.