დღეს სახლის ანგელოზის დღეა – რა ლოცვა უნდა წაიკითხონ ოჯახის წევრებმა ამ დღეს

სახლთანგელოზობა მივიწყებული, ძველი ტრადიციაა. ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე…

სახლთანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ, ხორციელის ხუთშაბათს ( წელს ის 7 მარტს ) ამ დროს იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, რის შემდეგაც მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, შემდეგ კი სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს და მადლობას წირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის

ეცადეთ ამ დღეს დაანთოთ სანთლი ოჯახის წევრის რაოდენობის მიხედვით და წარმოთქვათ ლოცვა

„ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო, კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს… ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში! ამინ!“