„ტემპერატურა ათი გრადუსით დაიკლებს…“ – ნახეთ, მომდევნო კვირის პროგნოზი

„ხვალიდან საქართველოში ამინდი ისევ იცლება. ამ დღეებში მოსალოდნელია წვიმა, ქარი და მაღალ მთაში თოვლი“, – ამის შესახებ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განაცხადა.

„უნალექო ამინდი, ხვალ დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. დღის მეორე ნახევრიდან, შავი ზღვიდან უახლოვდება დაბალი წნევის არე, რომელიც გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ხვალ დღის ბოლოდან, მოსალოდნელია წვიმა და მაღალ მთაში შესაძლებელია, თოვლჭყაპში გადავიდეს.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში, 10 გრადუსით დაიკლებს.

კახეთის რაიონში, 10-12 გრადუსი იქნება.

8-ში, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ცივი ამინდი, 10 მარტამდე შენარჩუნდება“,- თქვა დოდო გვაზავამ. 

ასევე ნახეთ: