“წვიმა, ქარბუქი, შტორმი” – დღეიდან ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების  და ზვავსაშიშროების გამო  საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.