როგორია ქობულეთში, ხიდიდან გადავარდნილი ტურისტის მდგომარეობა?

40 წლამდე ქალი, რომელიც ქობულეთში ხიდიდან გადავარდა, გადარჩა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას სხეულზე მოტეხილობები აღენიშნება და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

“ექსკურსიაზე იყვნენ ველოსიპედებით და სურათის გადაღების დროს ვერ დაიმორჩილა საჭე და პატარა ხიდიდან გადავარდა. წელის მალები არის დაზიანებული და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსარი არის დაზიანებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია,” – ამბობს ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი, გელა გორგილაძე.

შეგახსენებთ, რომ დაშავებული ბელარუსის მოქალაქეა. ის სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშის მახლობლად ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.