სასიხარულო სიახლე, რომელიც 13 აპრილიდან ამოქმედდება

თბილისის მერმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. კახი კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლების და მარშრუტების ოპტიმიზაციის პროცესზე ისაუბრა.

მერიის გადაწყვეტილებით, 13 აპრილიდან, გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რის შედეგადაც, მოცდის ლოდინი შემცირდება.

საუბარია იმ 10 და 12 მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც 18 მეტრიანმა ტრანსპორტმა ჩაანაცვლა. ქალაქში პირველ ეტაპზე შემოსული 50-ი 18-მეტრიანი ავტობუსი კი იმ ოთხ მარშრუტზე გადანაწილდა, სადაც დღის განმავლობაში, ყველაზე დიდი მგზავრთ-ნაკადია.

“13 აპრილიდან, გამოთავისუფლებული ავტობუსები დაემატება სხვადასხვა მიმართულებებს, რათა მოცდის დრო კიდევ უფრო შევამციროთ და ადამიანებს 40-50 წუთი არ უწევდეთ ავტობუსის გაჩერებებზე ლოდინი.

გამოთავისუფლებული ავტობუსები მიმართული იქნება 304 მარშრუტზე, მოცდის დრო შემცირდება 15 წუთამდე, 307 მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 12 წუთით, 311 მარშრუტზე 14 წუთამდე, 315-ზე 15 წუთამდე, 339-ე მარშრუტზე 6 წუთამდე, 351-ე მარშრუტზე 10 წუთამდე, ხოლო 385-ე მარშრუტზე 10 წუთამდე შემცირდება მოცდის დროს.

2018 წელთან შედარებით, ხაზზე მომუშავე ავტობუსების რაოდენობა, დღეის მონაცემებით, 27%-ით არის გაზრდილი, ხოლო მგზავრთა ტევადობა 65%-ით, დაახლოებით 21 000-ზე მეტი მგზავრით”, – განაცხადა კახა კალაძემ.