ბათუმში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ ცნობილი დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დაწერა.
როგორც TV25-ს წყარო უყვება, ერთ-ერთი გარდაცვლილი 18 წლის ბიჭია. ის ახალშენში, ქირით ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე ველოდებით.