პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაკავდით ყოველდღიური საქმეებით და თავი შეიკავეთ სიახლეებისა და ექსპერიმენტებისგან, ეს არავითარ სარგებელს მოგიტანთ და შესაძლოა, საზიანოც იყოს საქმისთვის.

კურო

ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან არაა გამორიცხული უთანხმოებები და მძაფრი კრიტიკა თქვენი მისამართით. ყველაზე სწორი იქნება, წყენას არ აჰყვეთ და ტაქტიანად გაერიდოთ აყალმაყალს.

ტყუპები

დიდი ალბათობით, მოახერხებთ სიტუაციის მართვის სადავეები თავად აიღოთ ხელში, რაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. სასურველია, ირგვლივ მყოფების მიმართ იყოთ ლმობიერი და კოლეგიალურ ურთიერთობებს მეტი პატივისცემით მოეკიდეთ.

კირჩხიბი

შეეცადეთ, არ აჰყვეთ ეჭვებს და მეტად ენდეთ საკუთარ თავს. დაიცავით ემოციური ბალანსი, თუ ამას ვერ მოახერხებთ, ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, სხვებს მოუსმინოთ.

ლომი

სასურველია, არ აჰყვეთ ილუზიებს და ლოგიკურად, ფაქტების მიყოლებით, ბოლომდე გააანალიზეთ ის საკითხები, რომლებიც ეჭვს იწვევს თქვენში. ამგვარად, გარანტირებული გექნებათ სასურველი შედეგები.

ქალწული

გაატარეთ დრო ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, აზრთა გაცვლას მოახერხებთ. შანსი გაქვთ, ერთად რაიმე ეფექტური მოიფიქროთ.

სასწორი

შესაძლოა, სასიკეთო როლი ითამაშოთ, მოულოდნელად აგორებულ დაპირისპირებასა თუ კონფლიქტში. სწორი გადაწყვეტილება იქნება, დინჯი მოქმედებით და ჯანსაღი მოსაზრებებით, შეეცადოთ სიტუაციის დარეგულირებას.

მორიელი

დაკავდით მხოლოდ თქვენთვის საინტერესო საქმით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და საყვედურები. თუ შესაძლებელია, ეს დღე, სჯობს, დასვენებას და საკუთარ თავზე ზრუნვას მიუძღვნათ.

მშვილდოსანი

თქვენში ამბიციები იღვიძებს და ძლიერდება ყველაფრის შეცვლის სურვილი, როგორც პირად, ასევე საქმიანი სფეროში. მალე, სიტუაცია დაგანახვებთ, რომ ყველა შანსი გაქვთ მიაღწიოთ საწადელს.

თხის რქა

არის ალბათობა, საჭირო გახდეს მეტად მნიშვნელოვანი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, ან ნაბიჯების სულ სხვა მიმართულებით გადადგმა, რომელიც საერთოდ შეცვლის თქვენი ცხოვრების მიზანს.

მერწყული

ნაკლებად ენდეთ უცხო ადამიანებს და გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებით, რადგან მოსალოდნელია დანაკარგები, იყავით ყურადღებით, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი.

თევზები

იმოქმედეთ არასტანდარტული ხერხებით და თამამად მოსინჯეთ ექსპერიმენტები. შეუპოვრობით და გაბედული ნაბიჯებით, ცოტაოდენი მოხერხებულობის თანხლებით, სწრაფად მიაღწევთ საწადელს.

სხვა სიახლეები: