(ვიდეო) “დავხოცე ხალხი, ფულის გამო… სადღაც 500 000 რუბლი გადამიხადეს, მქადაგებელს ვუსმენდი” – ვრცელდება ჩვენება, რომელიც ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა ФСБ-ს მისცა

ФСБ-ს მე­თა­ურ­მა ალექ­სან­დრ ბორ­ტი­კოვ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მირ პუ­ტინს მო­ახ­სე­ნა, რომ “კრო­კუს სითი ჰო­ლის” ტე­რაქ­ტის შე­დე­გად, და­კა­ვე­ბუ­ლია 11 პირი, მათ შო­რის 4 ტე­რო­რის­ტი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მა­სობ­რივ ხოც­ვა­ში.

“მიმ­დი­ნა­რე­ობს შემ­დგო­მი სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ნამ­ზრახ­ველ­თა ბა­ზის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის“, – აცხა­დე­ბენ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ თა­ნამ­შრომ­ლობ­და რუ­სე­თი­დან 4 ტე­რო­რის­ტთან.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ­თა  (შემსრულებელთა) ვი­ნა­ო­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა – ესე­ნი არი­ან 37 წლის მაჰ­მად­რა­სულ ნას­რი­დი­ნო­ვი, 51 წლის ის­მო­ნოვ რი­ვო­ჟი­დი­ნი, 21 წლის სა­ფოლ­ზო­და შო­ჰინ­ჯო­ნი და 19 წლის მუ­ჰა­მედსო­ბირ ფა­ი­ზო­ვი.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, და­ნარ­ჩე­ნი 7 და­კა­ვე­ბუ­ლია ვი­ნა­ო­ბა. ასე­ვე უც­ნო­ბია რა ბრალ­დე­ბით არი­ან აყ­ვა­ნი­ლი ისი­ნი. ცოტა ხნის წინ რუ­სე­თის “ტე­ლეგ­რამ” არხში ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა გავ­რცელ­და:

– რას აკე­თებ­დი “კრო­კუს­ში”?

– დავ­ხო­ცე ხალ­ხი.

– რა­ტომ?

– ფუ­ლის გამო. სა­დღაც 500 000 რუბ­ლი გა­და­მი­ხა­დეს.

– სად მი­ი­ღე?

– ჯერ არ მი­მი­ღია, ნა­ხე­ვა­რი ჩა­მი­რი­ცხეს ბა­რათ­ზე.

– ბა­რა­თი სა­დაა?

– ტან­საც­მელ­თან ერ­თად.

– ია­რა­ღი სა­ი­დან მი­ი­ღეთ?

– თვი­თონ მათ უზ­რუნ­ველ­ყვეს ია­რა­ღი.

– ვინ „მათ“?

– არ ვიცი, ტე­ლეგ­რამ­ზე მომ­წე­რეს, არც სა­ხე­ლი იყო, არც სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი. თვი­თონ მომ­წე­რეს.

– უბ­რა­ლოდ ასე ად­გნენ და შე­მოგ­თა­ვა­ზეს ხალ­ხის და­ხოც­ვა? ასე უბ­რა­ლოდ არა­ვის სთა­ვა­ზო­ბენ!
– მქა­და­გე­ბელს ვუს­მენ­დი და მის­მა დამ­ხმა­რემ მომ­წე­რა.

– რა ჰქვია დამ­ხმა­რეს?

– არ ვიცი, არ ეწე­რა სა­ხე­ლი.

– რო­დის მოგ­წე­რა?

– ალ­ბათ, ერთი თვის წინ.

– რა მოგ­წე­რა კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ი­დან და­ი­წყო?

– უბ­რა­ლოდ მომ­წე­რა, მერე შე­მომ­თა­ვა­ზა ფული რომ ასე­თი საქ­მე­ე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

– რო­გო­რი ასე­თი საქ­მე­ე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად თქვი?

– ხალ­ხის მოკ­ვლა.

– რო­მე­ლი ხალ­ხის?

– კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვინ, უბ­რა­ლოდ ხალ­ხის და­ხოც­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ მოს­კო­ვის “კრო­კუს სითი ჰოლ­ში“ რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მოს­კო­ვის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ტე­რაქ­ტად შე­ა­ფა­სა. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. “ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო.

წყარო: Ambebi.ge